ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილასთან“ საუბრობს იმ მძიმე პერიოდის შესახებ, რომელიც ახლა იწყება:
„ამ წლის განმავლობაში სრული მობილიზაცია გამოაცხადეთ. კოსმიური შტორმის პერიოდი გვაქვს წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე მოვლენას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დედამიწა დღეიდან შედის უარყოფით ენერგოველში, რაც გრძელდება 15 ნოემბრამდე. მერკური და ვენერა გადადიან მორიელში, ეს არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, წყენა, სამაგიეროდ გადახდა, პირდაპირობა. ეს უარყოფითი მოიმატებს ენერგოველთან ერთად. მესამე ფაქტორია მზისა და მთავრის დაბნელება. ეს ნეგატიურ დაღს ასვამს და ადამიანს აყენებს გამოცდების წინაშე – თავდაჭერილობა, სიფრთხილე, წინდახედულობა, პრაგმატული აზროვნება, ეს იქნება მნიშვნელოვანი. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და იმოქმედებთ სწორად. ორი დიდი პლანეტა შავი ენერგისაა ერთმანეთს ხვდებიან კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი ოჯახია და პატრიოტიზმია. ახლა მზად იყავით, რომ ადამიანები გამოხტებიან და დაიწყებენ ეროვნული ფასეულობების დაკნინებას…“