Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„მიხარია, რომ სტომატოლოგიაში პირველი ხელოვნური ინტელექტის შექმნის იდეის ავტორი და შემსრულებელი ვარ“ – თსსუ-ში ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, ავთანდილ ბაქრაძის საჯარო ლექცია  „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“ გაიმართა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია, რომ სტომატოლოგიაში პირველი ხელოვნური ინტელექტის შექმნის იდეის ავტორი და შემსრულებელი ვარ“ – თსსუ-ში ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, ავთანდილ ბაქრაძის საჯარო ლექცია  „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“ გაიმართა

447
თსსუ (1)

2024 წლის 18  მარტს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ავთანდილ ბაქრაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“.

ლექცია განკუთვნილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, აკადემიური პერსონალისთვის, რეზიდენტებისთვის და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; ვიცე-რექტორები, პროფესორები: ზურაბ ვადაჭკორია და  სოფიო ბახტაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი და დეკანის მოადგილე, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, ასევე, დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

ლექციის პირველ ნაწილში ავთანდილ ბაქრაძემ ისაუბრა მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, მისი გამოყენების შესაძლებლობებსა და სარგებელზე. ამის შემდეგ, მომხსენებელმა აუდიტორიას მის მიერ შექმნილი ვებ-აპლიკაცია „ჯეოცეფ“ წარუდგინა.

„მიხარია, რომ სტომატოლოგიაში, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის შექმნის იდეის ავტორი და შემსრულებელი ვარ. თქვენ წინაშე საჯაროდ გამოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გავბედე, რაც ვებ-აპლიკაცია „ჯეოცეფ“-ზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი მოვიპოვე“, – აღნიშნა ავთანდილ ბაქრაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ვებ-აპლიკაცია დიდ დახმარებას გაუწევს ექიმ-ორთოდონტებს დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვაში, მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში. ასევე, გაზრდის ორთოდონტთა მოტივაციას, აითვისონ და პრაქტიკულ საქმიანობაში ფართოდ დანერგონ პაციენტთა გამოკვლევის ისეთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი, როგორიც  ცეფალომეტრიაა.

ავთანდილ ბაქრაძის განმარტებით, ვებ-აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დარეგისტრირების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი ექიმს რამდენიმე წამში მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პაციენტის შესახებ მის ცეფალომეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ლექციის დასრულების შემდეგ, დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში მომხსენებელსა და აუდიტორიას შორის თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.