მომღერალ ნიკოლოზ ხარატის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას საზოგადოების მხრიდან არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ნიკოლოზ ხარატიმ პატრიარქთან შეხვედრა ემოციურად გაიხსენა და თქვა, რომ „მოხდა ის, რასაც არ ველოდი არასდროს“.
ვიდეო: როგორ უმღერა საქართველოს პატრიარქს ნიკოლოზ ხარატმა: „ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები…“
ილია მეორესთან მომღერლის შეხვედრას ეხმაურება სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ხარატის პედაგოგი, მომღერალი და კომპოზიტორი, დავით არჩვაძე და წერს, რომ ნიკოლოზს მის ასაკში გამოჩენილი თავმდაბლობისთვის ემადლიერება.
„Nikoloz Kharati მიხარია ასე რომ გაგაბედნიერე უწმინდესთან სტუმრობით ??❤️
შენ იმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს?❗️?
იმიტომ რომ მადლიერებით და სიყვარულით სავსე ხარ თავად ამ ასაკშივე❤️?და ვიცი სულ ასეთი თავმდაბალი იქნები, რასაც არ უნდა მიაღწიო❤️?“, – წერს დავით არჩვაძე.