LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ყველა მხარდამჭერს წერილით მიმართავს

157
mixailo statusi

ციხიდან გათავისუფლებული მუსიკოსი მიხაილო სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მას გულშემატკივრობდა. გთავაზობთ სტატუსს:

„გამარჯობა, მეგობრებო. ძალიან მიხარია, რომ დადგა ის დღე, როდესაც მეძლევა საშუალება პირადად გადაგიხადოთ მადლობა მხარდაჭერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ წარმომედგინა ეს მომენტი, დღეს წერის პროცესში ძალიან ვღელავ და არ მინდა რაიმე გამომრჩეს.

მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში, ფეისბუქ პოსტი იქნებოდა ეს, კომენტარი თუ მედიაში გაჟღერებული ჩემი გვარი ჩემთვის მოტივატორი იყო გამეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებდი.

მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

მიხაილო თოდუა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის

არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა კამპანიას #მეთანახმავარ, სადაც უამრავმა მოქალაქემ დააფიქსირა თავისი აზრი. ჩემი მხარდაჭერით, თქვენ მხარს უჭერდით არა მხოლოდ მიხაოლოს, არამედ ჩემს ოჯახს და ახლობლებს, სხვა პატიმრებს, რომლებიც უსამართლოდ იხდიდნენ და იხდიან სასჯელს. თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არის იმედი ამ ადამიანებისთვის. ამიტომ ჩემი გათავისუფლება არ უნდა გახდეს მხოლოდ კმაყოფილების საფუძველი. ეს მოტივატორი და მაგალითი უნდა გახდეს ერთის მხრივ სხვა პატიმრებისთვის, ვინც ჩემნაირად იხდის სასჯელს, რომ არ დანებდნენ და გააგრძელონ ცხოვრება, თუნდაც უსამართლოდ მოექცნენ. მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ბრძოლას და თანადგომას ყოველთვის მოაქვს შედეგი და ეს გვაქცევს სწორედ შემდგარ, ცივილიზებულ საზოგადოებად. და მესამე – კანონმდებლებისთვის. რომ კანონი, მეტად ხალხის მოთხოვნებზე მორგებული და სამართლიანი გახადონ. დღევანდელი სამართალი ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მე კი ვეცდები, ჩემი გამოცდილება და ცოდნა საზოგადოებას გავუზიარო და მაქსიმალურად მეტი დადებითი იმპულსი შევიტანო მასში.

მადლობა ყურადღებისთვის“.

6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები