ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთი დრონებით თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკის აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს.
„მათ [რუსებს] ესმით, რომ ომი წააგეს, ესმით, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ დაგეგმილი ჰქონდათ. მათ ესმით, რომ [ომი] თანდათან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. მათ უკვე იციან, რა არის სირენები, იციან, რა არის მოულოდნელი თავდასხმები ციდან.
უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს – არსებობს გაგება, რომ ომი „სათანადოდ“ უნდა დასრულდეს, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის სიმძიმე, რაც გააკეთა“, – ამბობს პოდოლიაკი.