LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაელ შუმახერის Ferrari გასაყიდად აუქციონზე გამოიტანეს

31
ferrari

1998 წელს „ფორმულა-1“-ის ჩემპიონატისთვის Scuderia Ferrari Marlboro-ს გუნდმა ახალი ავტომობილი მოამზადა. ბოლიდი Ferrari F300, რომელზეც ყველაზე ცნობილი ინჟინრები მუშაობდნენ. მოდელი ახალი 3 ლიტრის მოცულობის V10 Tipo 047 ძრავით აღჭურვეს და თავად ბოლიდიც საკმაოდ შეიცვალა, რაც “ფორმულა-1“-ის რეგლამენტის ცვლილებას უკავშირდებოდა. იმ სეზონზე ავტომობილის საჭესთან ორი პილოტი მოკალათდა, ედი ირვაინი და მიხაელ შუმახერი, ამ უკანასკნელს იმ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული.

ამჟამად კი ამ ბოლიდის შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. თუ რა მდგომარეობაშია სარბოლო ბოლიდი არ ზუსტდება და მისი ღირებულება 4,9 მილიონი დოლარია. უცნობია ასევე ის ფაქტიც, შედის თუ არა ამ ფასში ლეგენდარული ძრავის ღირებულება და შეუძლია თუ არა მანქანას საერთოდ გადაადგილება. ფასი კი ზედმეტად მაღალი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს შუმახერის ჩემპიონობის Ferrari F2002 6,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები