LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიკერძოებული კანდიდატები“: რატომ არ უჭერს მხარს „ოცნება“ ბურჯანაძეს და აბაშიძეს

176
BeFunky-collage (1)

„არსებობს საამისოდ მიზეზი, რომ ჩვენ მათ მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანოთ, ეს არის აბსოლუტურად გონივრული და მართებული რამ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ სახალხო დამცველობის ორ კანდიდატთან, ანა აბაშიძესთან და გიორგი ბურჯანაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან „ფორტუნას“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც აღნიშნულ ორ კანდიდატს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ აქვს.

„მაგალითად, ანა აბაშიძის შემთხვევაში, ეს იყო საკომიტეტო განხილვების დროსაც აქტიურად გაშუქებული.

მას გაკეთებული აქვს, რამდენიმე განცხადება საჯარო სივრცეში, რომლის მიხედვითაც დგინდება მისი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მიმართ.

არაკეთილგანწყობა გასაგებია, მაგრამ უარესი რაცაა არის, მიმართვის ფორმა, რომელიც დაფიქსირდა.

ერთი ხანობა იყო შემოთავაზებული ახსნა, რომ ემოციური ფონი იყო მიზეზი იმისა, რომ ბიოდეგრადირებული მასა უწოდა ამომრჩეველს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარეს აკეთებს არჩევანს.

დაახლოებით მილიონ ამომრჩეველს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ქალბატონი ანა მიმართავს ამ სიტყვებით.

როგორ ფიქრობთ, არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან რომ იყოს მხარდაჭერილი, ამ მილიონ ამომრჩეველს ექნება განწყობა სანდოობასთან მიმართებაში ამ კანდიდატურის მიმართ? მე მგონია, რომ არა.

მეორე შემთხვევაში, ბატონი ბურჯანაძის შემთხვევაში, გახსოვთ, ესეც გაშუქდა, უარყო თავდაპირველად ბატონმა გიორგიმ, მაგრამ, რეალურად, ბოლოს მაინც მოუწია იმის აღიარება, რომ 3 ივლისს, უკვე დაგეგმილ აქციაზე როცა იგეგმებოდა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა, იმ აქციაზე ის ადამიანებს ეპატიჟებოდა, აქტიურ აგიტაციას ეწეოდა, რომ ხალხი გამოსულიყო და მოეთხოვა ხელისუფლების გადადგომა.

როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ხალხი მიუკერძოებელი არაა?“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს.

მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურებს შორის მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები