LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკერძოება სახეზეა…ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში: ნიკა გვარამია

78
ნიკა გვარამიაააა

„რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აფასებს. მისი თქმით, „სახეზეა მიკერძოება“. ის ასევე აცხადებს, რომ „არ ეგონა თუ ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეა, პროფესიული სინდისი მისცემდა ამის გაკეთების უფლებას“.

გვარამიას განმარტებით, „ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში, რომელიც ბოლომდე დალურსმნული ეგონა, მაგრამ ყოფილა კიდევ ადგილი ლურსმნების ჩასარჭობად“.

„მიკერძოება სახეზეა, მაგრამ ლაშა ჩხიკვაძე მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეა და არ მეგონა, რომ პროფესიული სინდისი მისცემდა ამის გაკეთების უფლებას. შუამდგომლობა რომ არ აიცილა ეს ცალკე საკითხია, ამის დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულტეტების სახელმძღვანელოებში, როგორი არ უნდა იყოს დასაბუთება აცილებაზე. აღმოჩნდა, რომ მე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე, ან პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ზაზა გველესიანი, რომელიც არის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. თუ ამიხსნით მიუკერძოებელი სასამართლო სად შეიძლება ვიპოვოთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. გუშინ პროკურორმა გამომიცხადა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, არ ვიცი ეს ცეცხლი რა მასშტაბის იქნება, მაგრამ არ ვურჩევ არავის, რომ ეს ცეცხლი გააღვივოს. ამგვარად ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში, რომელიც ბოლომდე დალურსმნული მეგონა, მაგრამ ყოფილა კიდევ ადგილი ლურსმნების ჩასარჭობად. დავასახელე 4 მოწმე, რომელიც თუ არ დაიკითხა პროცესს ვერ გავაგრძელებ, მათგან მიღებულ ინფორმაციაზე უნდა დავაფუძნო შემდეგი მოწმეების დაკითხვა. სამ ადამიანთან კომუნიკაცია გვქონდა და არცერთი არ მოვიდა, ახლა მათი მოყვანა ჩავაბარეთ უწყებას, თუ კიდევ არ მოვლენ, მოიყვანენ პოლიციის ძალით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები