LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო – ევროკავშირის გადაწყვეტილება 23-24 ივნისს გახდება ცნობილი

118
ევროკავშირი

მივიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს – საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

პასუხი, სავარაუდოდ, 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.

ოპოზიციურ სპექტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხს ოპტიმისტურად არ უყურებენ, თუმცა აუცილებლად მიიჩნევენ, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას და იმის დაფიქსირებას, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ევროინტეგრაციას.

“ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში და არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას რომ დაგვაკარგვინოს, როგორც ჩვენ, ასევე, მომავალ თაობას ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ევროკავშირი,” – განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

დადებითი მოლოდინები აქვთ მმართველ გუნდში და განმარტავენ, რომ საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, მოწინავე ქვეყანაა.