LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია…არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი: ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი

102
ნინო დოლიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, კვლავ აყენებენ ულტიმატუმს, თუ ხსნიან მოთხოვნებს, თუ მოხსნიან, სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია“.

მისივე განმარტებით, „რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება“.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს

„რეალური საკითხებისგან თემის გადატანა ხდება და კიდევ არის ასეთი დისკუსია, ვინ უნდა იყოს ჩართული და ვინ – არა. რაც შეეხება უშუალოდ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ეს იყო დისკრიმინაციული, არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად ვიდექით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებაში „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე სახით მონაწილეობის სურვილი გააჩნია“,- განაცხადა დოლიძემ.

ბაჩო დოლიძე: მალე პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები