LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიესაჯა 7 დღით ჭკუის სწავლება ბატონი ბიძინასგან”

172
76204546-2705556769467036-4488639508954218496-o (1)

მოსამართლე ფილიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეების ნაწილს პატიმრობა მიესაჯა, სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი წერს, რომ მონაწილეებს პატიმრობა ჭკუის სასწავლებლად ბიძინასგან მიესაჯათ.

“მიესაჯა 7 დღით ჭკუის სწავლება ბატონი ბიძინასგან. დარწმუნებული ვარ ისწავლის, ბატონო ბიძინა და სხვებსაც ასწავლის”, – წერს სალომე ბარკერი. 

მანამდე, აქციის ორგანიზატორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, ვის რამდენი დღე მიუსაჯეს.

“წაიყვანეს ჩვენი ჭრელა შვიდი დღით.

გიგა მაქარაშვილი – 12 დღე.
ირაკლი კაჭარავა – 4 დღე;
პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა.
დიმიტრი ბიძინაშვილი – 13 დღე.
ირაკლი ნადირაძე – 13 დღე.
დავით მჟავანაძე – 4 დღე
ლუკა ჭიჭინაძე – 5 დღე.
გიორგი ბუნტური – 5 დღე.
ზუკა ბერძენიშვილი – 7 დღე.
ბექა ბასილაია – 13 დღე.
გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი.
ელგუჯა ბაგრატიონი – 12 დღე”, – წერს ბარკერი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებამ საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური გამოიწვია.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.