LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიენდეთ ინტუიციას – როგორ მივიზიდოთ წარმატება

272

მეცნიერების აზრით, წარმატება მატერიალური სუბსტანციაა. მეტიც, მათი მტკიცებით წარმატება ორ ჯგუფად – „შემთხვევით“ და „ფსიქოლოგიურ“ წარმატებად იყოფა. მართალია, შემთხვევითი წარმატების მაგალითები არც ისე ბევრია, რადგან იღბლიან შემთხვევათა უმეტესობას თავისი რციონალური ახსნა აქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურ წარმატებას მეცნიერები საკმაოდ დიდი ყურადღება აქცევენ, რადგან ის არა სტიქიურად ჩნდება, არამედ თანამიმდევრული მოქმედებით მიიღწევა.

ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა რიჩარდ ვაიზმანმა აღმოაჩინა, რომ „იღბლიანი ადამიანები“ ჩვეულებრივ ოპტიმისტები არიან და მაშინაც ბოლომდე მიჰყავთ დაწყებული საქმე, როცა წარმატების შანსი თითქმის არ არსებობს. გარდა ამისა, ისინი სხვებზე უკეთ ერგებიან ნებისმიერ სიტუაციას და ყველა უსიამოვნებას სასარგებლო გამოცდილებად აღიქვამენ, საკუთარ ინტუიციას ენდობიან და დანარჩენებზე სწრაფად ამჩნევენ „შემთხვევით“ შესაძლებლობებს.

რამდენად რეალურია წარმატების მიზიდვა?

პირველ რიგში ჩამოაყალიბეთ მიზანი, საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების საჭირო ინფორმაციის მიღებისთვის მობილიზაციით კი, აუცილებლად შეძლებთ ახალი ადამიანებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას.

ახლებურად შეხედეთ სამყაროს, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რათა საჭირო დროს არ დაიბნეთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი და არ გამოგეპაროთ სასარგებლო ინფორმაცია. ეცადეთ მაქსიმალურად ხშირად გამოხვიდეთ საკუთარი კომფორტის ზონიდან და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ თქვენი მოქმედების შემზღუდავი მოსაზრებები და ცრურწმენები.

გამოიყენეთ საკუთარი წარუმატებლობა, რადგან მარცხი ერთგვარი მტკიცებულებაა, რომ მოქმედებდით და არ უსაქმურობდით. ისწავლეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და შემთხვევითის გარდაუვალისგან, სასარგებლოს უსიამოვნებისგან გაჩევა, არსებული სიტუაციის ფონზე თავიდან ჩამოაყალიბეთ საკუთარი მიზანი და გააგრძელეთ მისკენ სვლა.

მიენდეთ ინტუიციას. მეცნიერ ჰერბერტ საიმონის განცხადებით: „სიტუაცია იძლევა მინიშნებას, მინიშნება – მეხსიერებაში შენახულ ინფორმაციას, ინფორმაცია კი – პასუხს, რადგან ინტუიცია სხვა არაფერია, თუ არა ამოცნობა“. თუ აღადგენთ კონტაქტს ინტუიციასთან, მაშინ დროთა განმავლობაში აუცილებლად ისწავლით საკუთარ ან სხვათა გამოცდილებაზე დაფუძნებული მინიშნებების მიღებას.

არ გაუშვათ ხელიდან შემთხვევითი წარმატება. ამგვარ ფენომენს ფსიქოლოგები ერთგვარი კომპლექსით ხსნიან, რადგან ბევრს მართლაც ეშინია წარმატების და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის, რადგან დარწმუნებულია, რომ არ იმსახურებს ან ვერ შეძლებს ახალ სიტუაციას მორგებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები