„მიეცით ახალი გემო ცხოვრებას!“ – ეს მთავარი სლოგანია კომპანია „დღეს პესტო“-სი, რომელმაც ქართულ ბაზარზე საქმიანობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ, სრულიად ნატურალურ და გემრიელ პროდუქტებს.
როგორც „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, დღეისათვის, „დღეს პესტო“ 4 ტიპის პესტოს აწარმოებს, ესენია: ბაზილიკის პესტო პარმეზანით, ბაზილიკის პესტო ვეგანური, პესტო ნადუღით და ნიგვზით და პესტო ბადრიჯნით და ნიგვზით.
„ასევე ჩვენთან წარმოდგენილია ხელნაკეთი პასტა და ნიოკი. მთელი პროდუქცია არის ქართული წარმოების და შეიცავს ქართულ ინგრედიენტებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება „გუდვილის“ სუპერმარკეტების ქსელში, „შირნჰოფერის“ სუპერმარკეტების ქსელში, „ორგანიკაში“ და ასევე ვეგანურ რესტორან „ვეგან ფლეის“-ში“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, „დღეს პესტოს“ პროდუქცია ექსპორტზე არ გადის, თუმცა კომპანიას გაფართოების სამომავლო გეგმები აქვს.
„დღეისთვის საქართველოში ერთადერთი კომპანიაა „დღეს პესტო“, რომელიც აწარმოებს პესტოს სოუსებს და ჩამოტანილი პროდუქციისგან განსხვავდება იმით, რომ არ შეიცავს კონსერვანტებს. 2022 წელს კომპანია გეგმავს წარმოების გაფართოვებას, პესტოს სოუსების ასორტიმენტის გაზრდას და თავის დამკვიდრებას არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განმარტავენ კომპანიაში.
როგორი უნდა იყოს კარგი საკვები?
-
ჯანსაღი
-
გემრიელი
-
სასარგებლო
და, თუ შესაძლებელია, უნივერსალური.
„დღეს პესტო“:
-
ჯანსაღია – მზადდება საქართველოში, მხოლოდ ახალი პროდუქტებით და არ შეიცავს კონსერვანტებს;
-
გემრიელია – ამაში ადვილად დარწმუნლებით, საკმარისია თავი მოხადოთ ქილას და მისი არომატები შეიგრძნოთ
-
სასარგებლოა;
-
გოგრის თესლი გაგიუმჯობესებთ განწყობას, ძილს, მხედველობასა და ფერთა აღქმას, შეამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში;
-
ბაზილიკი მოგიხსნით დაძაბულობას, ორგანიზამს დაიცავს მძიმე მეტალების ზემოქმედებისგან, გაგიაქტიურებთ მეხსიერებას;
-
ნიორი აგარიდებთ ვირუსებსა და ბაქტერიებს, შეამცირებს ჰიპერტენზიის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს .
„დღეს პესტო“ უნივერსალური პროდუქტია
-
მზადდება როგორც პარმეზანით, ისე – ვეგანურ ფუძეზე, შესაბამისად, არის სამარხვოც;
-
პურზე გადასმული, არაჩვეულებრივია საუზმისა თუ მსუბუქი ვახშმისთვის;
-
უგემრიელესია ერბო-კვერცხთან, სალათში, პიცაში, ნებისმიერი სახის ხორცთან, კერძში – საკმაზის სახით და, რაღა თქმა უნდა, პასტასთან – იტალიამ ხომ პესტო, უწინარესად, პასტის კომპანიონად შექმნა!
დეტალები იხილეთ „დღეს პესტოს“ ოფიციალურ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე: https://www.facebook.com/dgespesto/ , @dges.pesto.
R