LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-მა მისი ახალი ინტერნეტ ბრაუზერი საუკეთესოდ დაასახელა

21

კომპანია Microsoft ძალიან დიდი ხანია ოპერაციული სისტემების სფეროში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა და მის Windows-ს უამრავი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა, ერთია ოპერაციული სისტემა და მისი გავრცელების არეალი, ხოლო მეორეა სისტემის უნივერსალურობა ყველა მომხმარებლისთვის. მაგალითად, Microsoft-ის პროდუქტებიდან, ყველაზე მეტად, მომხმარებლები Internet Explorer-ს არ სწყალობენ. მიუხედავად ყველაფრისა, კომპანიის მიერ გამოშვებული ყოველი განახლება, ახალი ინტერფეისიდან დაწყებული, სხვა დამატებითი ფუნქციებით გაგრძელებული, ეს იყო პროექტი, რომელიც თანდათანობით უფრო არაპოპულარული გახდა და ჩავარდა.

Microsoft-მა გადაწყვიტა ამჯერად Browser-ების ბრძოლაშიც ჩაერთოს და მისი ახალი ბრაუზერი EDGE იგივე სიმაღლეზე აიყვანოს, როგორზეც Google Chrome ან Mozilla Firefox-ია. სამწუხარო რეალობით, დეველოპერები ახალ ბრაუზერს დიდად არ სწყალობენ, თუმცა, როგორც თავად კომპანია აცხადებს, ერგონომიკის მხრივ, ბრაუზერი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები