LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიანმარში საპროტესტო აქციებზე 300 ადამიანი მოკლეს

88
Untitled design

1 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა, სამხედროებმა დემონსტაციებზე, სულ მცირე, 300 ადამიანი მოკლეს.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ორი დღის კი წინ ხუნტას სპიკერმა განაცხადა, რომ მოკლულია აქციის 164 მონაწილე და უსაფრთხოების ძალების ცხრა წევრი.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი და მიანმარში მიმდინარე პროცესები დასავლეთის მხრიდან აღშფოთებასთან ერთად, გარკვეული სანქციების დაწესებასაც იწვევს, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატებიც.

აზიის მრავალი ქვეყანა ასევე გმობს სამხედროების მიერ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

“კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ყოველდღიურად ხორციელდება” – აცხადებენ პოლიტპატიმრების დაცვის ასოციაციაში და ამბობენ, რომ მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააპატიმრეს, სულ მცირე, 3 000 ადამიანი. ასოციაციამ 25 მარტისთვის გარდაცვალების 320 შემთხვევა აღრიცხა.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მოკლულთა 25 პროცენტს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი განზრახ დახოცეს.

ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციაში “საერთაშორისო ამნისტიაში” აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალები იწყებენ გამიზნულ, ტაქტიკურ სროლას დემონსტრანტების მოსაკლავად და საპროტესტო აქციების ჩასახშობად.

ყველაზე პატარა მსხვერპლი შვიდი წლის ხინ მაიო ჩიტია. ის მამასთან ერთად იყო, როცა ქალაქ მანდალაიში სამშაბათს მოკლეს.

გარდაცვლილთა თითქმის 90% მამაკაცია. დაახლოებით 36% კი 24 წელს ქვემოთ მოსახლეობაა.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა.

სამხედროებმა დააკავეს მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, ასევე პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოცხადდა.

ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, ხელისუფლება სამხედრო ძალების მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინგს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები