LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიანმარში დაპირისპირების გამო, საცხოვრებელი სახლები 4000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

65

მიანმარის ჩრდილოეთით, კაჩინის შტატში მეამბოხეებსა და სამხედრო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო, საცხოვრებელი სახლები 4000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ისინი ამ წუთებში ჩინეთის საზღვართან იმყოფებიან.

გაეროს ჰუმანიტარული ურთიერთობების კოორდინაციის ოფისში აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს შორის ასობით ბავშვი და ორსული ქალია, რომელთაც უსაფრთხოების გარანტია სჭირდებათ.

 

ამავდროულად მიანმარით სამხრეთით კიდევ ერთი ეთნიკური კრიზისი მძვინვარებს.

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს “როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები