მგზავრმა თვითმფრინავის განიავება გადაწყვიტა და შემთხვევით ავარიული გასასვლელი გახსნა. გამოცემა „South China morning post”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში, სინჩუანის პროვინციაში მოხდა.
25 წლის მამაკაცი უჰაერობამ და სიცხემ იმდენად შეაწუხა, რომ ფანჯრის გაღება და სუფთა ჰაერის შემოშვება გადაწყვიტა. თუმცა, ფანჯრის გახსნის ნაცვლად მან ავარიული გასასვლელი გააღო, კარი საფრენ ბილიკზე გადავარდა, თავად მგზავრი კი ჩავარდნას შემთხვევით გადაურჩა. საბედნიეროდ თვითმფრინავი უკვე დაფრენილი იყო, ამიტომ არავინ დაზარალებულა. დაუდევარი მგზავრი მაშინვე პოლიციამ დააკავა და მას საკანში 15 ღამის გატარება მოუწევს. გარდა ამისა, ჩინელს ზარალის ანაზღაურებაც დაეკისრება და ჯარიმის სახით 70 ათასს იუანს გადაიხდის.