მგზავრი თვითმფრინავიდან ყურსასმენის გამო ჩამოსვეს. შემთხვევა ყაზახეთის ავიახაზების ერთ-ერთ რეისზე მოხდა.
ლაინერი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ბორტგამცილებელმა ყველას ელექტორნული მოწყობილობების გამორთვა მოსთხოვა. ერთ-ერთმა მგზავრმა კი ამაზე სასტიკი უარი განაცხადა და ყურსასმენი არ მოიხსნა. ბორტის წევრებმა ყველანაირად სცადეს, რომ მისთვის უსაფრთხოების წესები აეხსნათ, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, ურჩი მგზავრი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და რეისი მის გარეშე შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის გამო გაფრენა ნახევარი საათით დაგვიანდა.