LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრების უმრავლესობას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული – არა გარუსების პოლიტიკას!“ – 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

157
რუსი ღორები

„არა გარუსების პოლიტიკას!“ – ამ ლოზუნგით, დღეს, 19:00 საათზე, აქცია ბათუმის პარალელურად, თბილისში პარლამენტის წინაც გაიმართება.

აქციის მონაწილეები რუსი მოქალაქეების შემოსვლას გააპროტესტებენ, რომლებიც ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით, „ასტორია გრანდეს“ საშუალებით შემოვიდნენ.

ამასთან, ბათუმში „ლელო – საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ საკრუიზო გემით, „Astoria Grande“- ს მგზავრების უმრავლესობას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული მოქალაქეების დეპორტაცია და გაძევება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

მათივე თქმით, დღეს 20:00 საათზე პორტთან დაგეგმილ აქციას „ლელო – საქართველოსთვის“ წევრებიც შეუერთდებიან.

„ბათუმელებო! დღეს, გელოდებით 20:00 საათზე ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა!

შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 საათზე ბათუმში შემოსული საკრუიზო გემით „Astoria Grande“-ს მგზავრების უმრავლესობას აქვს დარღვეული.

ამ საკითხს არ სჭირდება გამოძიება, უბრალოდ თვალი გადაავლეთ ტელევიზიებით გავრცელებულ კომენტარებს და მიხვდებით, რომ ისინი არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რამდენიმე მათგანი იმყოფებოდა თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რითაც დაირღვა საოკუპაციო კანონი, ეს უკანასკნელი კი დაუყოვნებლივ დეპორტაციას და გაძევებას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნიდან.

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“ 

ასე ნელ-ნელა ხდება რუსეთთან ჰიბრიდული ომის წაგება. ვისაც გაქვთ სურვილი, რეალურად დაიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და ავტორიტეტი, გელოდებით ყველას. სიუჟეტი აღნიშნულ გემთან დაკავშირებით პუტინის პროპაგანდისტულ არხებზე აჩვენეს, სადაც მოწოდებები იყო, რომ იმოგზაურონ ამ კრუიზით.

სიუჟეტში ბათუმი იყო წარმოდგენილი, რომელიც ახლა დაემატა და საინტერესო გახდა რუსებისთვის“. – განაცხადეს მათ.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემმა 800-ზე მეტი რუსი ბათუმის პორტში სოჭიდან შემოიყვანა. ჩამოსულ რუსებს სთავაზობენ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას და ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში გაჩერდება: „შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები