ბარბადოსელი ლამაზმანის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ტაბლოიდების ვარაუდით, რიანასა და ჰიპ-ჰოპ არტისტს, ეისეფ როქს, ფსევდონიმით A$AP Rocky რომანი აქვთ. სულ ცოტა ნის წინ არტისტი და რეპერი რომანტიკული ვახშმის დროს დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა.
ამ მოვლენების პარალელურად ვარსკვლავი ბიზნესს არ ივიწყებს და ქალის თეთრეულის საკუთარი ბრენდისთვის Savage x Fenty პოზირებს. რიანამ ბრენდის საახალწლო კამპანიაში მიიღო მონაწილოება. ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი პიკანტური თეთრეული მოირგო, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სილამაზეში სტანდარტები არ არსებობს და ნებისმიერი წონის მქონე ქალბატონი შეიძლება საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
„რირი შეუდარებელი ხარ“, „მგონი რიანამ წონაში საგრძნობლად მოიმატა“ – წერენ კომენტარებში.