LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღებრიშვილი გერლიანთან დაკავშირებულ პროცესს პროვოკაციად აფასებს

42

დავით გერლიანთან დაკავშირებული პროცესები „ოდესელების პროვოკაციაა“, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.

„ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, მღებრიშვილს აოცებს ფაქტი, რომ გერლიანის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ერთ ტელეკომპანიას, ხოლო უკრაინულ მხარეს ოფიციალური უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„ძალიან მიკვირს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ოდესიდან თბილისში მოემგზავრებოდა მხოლოდ ერთ ტელევიზიას ჰქონდა, ხოლო ოფიციალურ უწყებებს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები