LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზვრიშვილის გადასაწყვეტი არ არის, მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს – ლევან კობერიძე

89

„ნათია მეზვრიშვილის გადასაწყვეტი არ არის, მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს,“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება ძალიან უკვირს, რადგან საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტს აკისრია.

კობერიძე მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გაიწვიოს.

„მისი გადასაწყვეტი არ არის, თუნდაც ერთი, ოთხი ან მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აღელვებს. ამაზე პასუხი არჩევნებში ხმების დაკლებით მივიღეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მარიხუანას კულტივაციის საკითხი იყო. მთავრობას მოვუწოდებთ, კანონპროექტი გაიწვიოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მომტანია მსგავსი სახის კანონპროექტის არსებობა პარლამენტში. გაწვევა იქნება ნაბიჯი, რითაც მოსახლეობას დავუდასტურებთ, რომ მათი გვესმის და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ,“ – განაცხადა კობერიძემ.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის გაწვევაზე ინიციატივა ოთხმა დეპუტატმა წარადგინა.

„გაწვევას თავისი პროცედურები აქვს. კანონპროექტის ავტორია მთავრობა, თუ მთავრობა გაწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს, გაწვეული იქნება. ამ ეტაპზე, კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ, ამ საკითხზე რაღაც შფოთვები სრულიად უადგილოა,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები