LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობლების ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია

86

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით,  მოკლული ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. მათივე ინფორმაციით, გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, წუხელ მასთან დის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის შესახებ ვერ გაიგო.

“თქვეს, რომ გოგის გარდა სახლში მისი დის შვილიც იყო. დის შვილს ეძინა გვერდით ოთახში, მაგრამ შემთხვევის შესახებ ვერაფერი გაიგოო. სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რადგან არც მეზობლებს გაუგიათ იარაღიდან გასროლის ხმა. ამ ამბავს წარსულთან რაიმე შეხება რომ ჰქონდეს, არ გამოვრიცხავ, თუმცა ის ბოლო პერიოდში ძალიან მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა. მთელი ცხოვრება ამ სახლში ცხოვრობს. ბოლო წლებში არაფერი შემთხვევია და არც გაგვიგია, რომ მას ვინმე მტრობდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობლემა. 

მეზობლის ინფორმაციით, ცხედარი ჯერჯერობით ექსპერტიზაზე გადასვენებული არ არის და მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს. მოკლულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები