LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

1188
bichi

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ.

11 წლის მოზარდის მეზობლები „მთავარ“ არხს უყვებიან, რომ შესაძლოა, მამას ბავშვი შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა. ამას არც არასრულწლოვანის ნათესავები გამორიცხავენ.

„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა. ცოლთან საშინლად აგრესიული იყო“, – ამბობენ მეზობლები.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხევავში მამაკაცს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები