LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეზობელმა ცივი იარაღით დაჭრა“ – როგორია ქუთაისში დაჭრილი დეპუტატის მდგომარეობა

165
Untitled design (3)

22 თებერვალს, გვიან ღამით, ქუთაისის ცენტრში დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, დეპუტატი ზაქრო მამასახლისია, გავრცელებული ცნობითვე, მამასახლისი საკუთარი სასტუმროს ეზოში მეზობელმა ცივი იარაღით დაჭრა. დეპუტატი საეკლესიო კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია:

„მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაში შეიყვანეს, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მათ შორის ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გადაყვანილია განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – ამბობს ექიმი მედიასთან.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები