LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყერი და დაზიანებული გზა ჩოხატაურში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

73
a1643893511 (1)

მეწყერი გურიაში – სტიქიის შედეგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ამ დრომდე ებრძვიან. დაზიანებულია შიდა სასოფლო გზა. ადგილზე მუშაობას სპეციალისტები დილიდან განაგრძობენ.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მეწყრული პროცესი გუშინ განვითარდა, რაც იანვრის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა და ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები