LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერწმუნეთ, პოლიციას ნამდვილად არ უხარია დამატებითი ძალებით იქ ყოფნა: ნათია თურნავა სოფელ გუმათზე

64
ნათია თურნავა2

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სოფელ გუმათში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებული უნდა იყოს მათ შორის, იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო.

„მინდა გითხრათ, რომ პოლიციას ნამდვილად არ უხარია და მერწმუნეთ, დამატებითი ძალებით ყოფნა არ სიამოვნებს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პოლიციის იქ ყოფნის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ იყოს მშვიდობა, სხვადასხვა მხარეს შორის არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი.

„იყო ამის სამწუხარო მაგალითები.. აქედან გამომდინარე, როგორც კი ჩვენ, აქტივისტებისგან თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება გვექნება, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა იქ თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის, აალებადი და ასე შემდეგ. თუ გვექნება გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, საკითხი მყისიერად გადაწყდება,“ – აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები