LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი არის ესტაკადების მშენებლობა

125
BeFunky-collage (6)

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი ესტაკადების მშენებლობაა.

„ხშირ შემთხვევაში ამბობენ, ბეტონად ხომ არ გადავაკეთებთ მთელ ქალაქს, ამ ესტაკადების აშენება სწორი არ არისო, მე კი იმ ხალხს, ვინც ამ აზრს ემხრობა, აქვე პასუხს გავცემ, რომ ჩემი აზრით, ქალაქის ბეტონად გადაკეთება სწორედ ის არის, კორპუსები რომ შენდება და შენდება და არა ის, რომ გზები ერთმანეთს ავაცილოთ.

ხშირად მოჰყავთ ასევე ევროპული ქვეყნების დედაქალაქების მაგალითები და დიახ, იქ ეს ასეა.

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

„გზების მოდიფიკაცია შესაძლებელია ისე, რომ საცობები არ იყოს. შესაძლებლობას რომ ვახსენებ, ვგულისხმობ იმას, რომ ეს ახლაც შესაძლებელია და უახლოეს მომავალში, ალბათ აღარ იქნება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ მევლუდ მელაძემ.

მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ყველგან ყველაფერს ვაკვირდები და იქ გზებს, სადაც გამოუვალი სიტუაციაა, ერთმანეთს შრეებად აცილებენ“, – განაცხადა მელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ  სადაც არის იმის შანსი, რომ გზები ერთმანეთს შრეებად ავაცილოთ, ეს უნდა გაკეთდეს.

„ამის კარგი მაგალითია იპოდრომთან გაკეთებული ესტაკადა, სადაც სულ იყო საცობი და დღესდღეობით, საცობი არ არის. ანუ, ერთადერთი ადგილია, სადაც საცობი საერთოდ აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც შუქნიშნის მაგივრად გაკეთებული იქნა აცდენა. ბევრი ასეთი კვანძი არსებობს და თუ გვაქვს ერთიანი გეგმა, რასაც მივყვებით, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოხდეს ხალხის გადასვლა და ა.შ, ამ გეგმამდე მისასვლელი გზა გასავლელი გვაქვს, ხოლო თუ ჩვენი ცხოვრება ამ გზას არ ეყო, მაშინ ამ გეგმას აზრი არ აქვს“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

რატომ არის საცობები დედაქალაქში? – კახა კალაძე განმარტებას აკეთებს

კალაძე: მეამაყება, დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში