კორონავირუსით გარდაცვლილი რეჟისორის, ერმალო მაღრაძის მეუღლე, მანანა ხიდაშელი „ფარულ კონვერტის“ სტუმარი იყო. გადაცემა საოცრად ემოციური გამოვიდა.
“ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას” – ერმალო მაღრაძის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს
„რა მოხდა არ ვიცი, ჯანმრთელი იყო, ექიმთან არ წამომყვა, ვეხვეწებოდი, აცრილიყო, ანტივაქსერი არ იყო, მაგრამ მაინც ერიდებოდა აცრას. წერილებს ვუგზავნიდი, მე ვერ ვნახულობდი, რადგან თავადაც კოვიდი მქონდა… მისი მკურნალობა დაგვიანებული იყო. ექიმებს ეუბნებოდა, ოღონდ გადამარჩინეთ და თქვენზე დოკუმენტურ ფილმს გადავიღებო…მე მეუღლის დაკრძალვასაც არ დავსწრებივარ“, – აცხადებს ხიდაშელი.
ცნობისთვის, ერმალო მაღრაძე მეუღლესთან, მანანა ხიდაშელთან ერთად კლინიკაში 4 ნოემბერს შეიყვანეს. რეჟისორი 13 ნოემბერს გარდაიცვალა. მას ფილტვის 20%-იანი დაზიანება აღენიშნებოდა.