LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ – საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავა

144
ცოლზე ძალადობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი.

უწყების ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“. –  აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა სპეციალური საგამოძიებო…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Friday 29 March 2024