LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრეს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს და აქტიურობა აუკრძალეს

125

ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვეს, ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. სხდომიდან პირველი სწორედ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გამოვიდა.

მეუფე პეტრეს თქმით, აუკრძალეს ყველანაირი აქტიურობა, ჩამოართვეს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტი.

„ვფიქრობ, სამართალი იყო მიკერძოებული“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განცხადებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს, თუმცა „პატრიარქის დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები