LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს გერმანიაშიო… მერე მტყუანსო, ასე დამიძახა” – დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში

242
მეუფე-სტეფანე-მეუფე-პეტრე

ბალდის მონასტერში დაპირისპირება იყო. კონფლიქტი მეუფე სტეფანესა და მამა ათენოგენს შორის მოხდა. სასულიერო პირებმა ერთმანეთს “ცრუ” უწოდეს.
მამა ათინოგენის ინფორმაციით, დაპირისპირება მეუფე სტეფანეს მიერ პეტრე ცაავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებას მოჰყვა.

მისივე განცხდებით, მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავაზე თქვა, რომ მას გერმანიაში შვილი ჰყავდა.

მამა ათიგონეს აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“პირველშეწირული ლიტურგია არსებობს ასეთი და ჩაატარა. ჩვენ რა თქმა უნდა, სასაუბრო გვქონდა და გვინდოდა გვესაუბრა ამ ყველაფერზე. მან წირვა ჩაატარა როგორც უნდოდა, ჩვენი თანამსახურების გარეშე. როცა გამოვიდა იქიდან, მრევლი დახვდა, ვისაც ტკივილი და განცდა ჰქონდა, რომ მან ნაშიერები ნაციონალური ნიშნით დაყოფილად ​და ზონდერებად გამოაცხადა. ამ ხალხს უნდოდა საუბარი მათთან. ეს საუბარი შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ მან თქვა, მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს გერმანიაშიო. მე ვუთხარი, რომ ამას დაამტკიცებ, თუ არადა ცრუ ადამიანი იქნები – მეთქი, მერე მტყუანსო, ასე დამიძახა”.- განაცხადა მამა ათინოგენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები