დეკანოზი შალვა კეკელია საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მეუფე პეტრეს სურს, თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია.
“მეუფე პეტრემ აღნიშნული განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით – ეშმაკის, რომელიც გამწარებულია პატრიარქის ამდენხნიანი მოღვაწეობით.
ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს...
თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება - მამა შალვა
დღეს ვხედავთ, ხალხი როგორ მოდის და მოაშურებს სამების საკათედრო ტაძარს, მან ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ამ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს. მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი. მას რომ ეკლესიაში პრობლემების მოგვარება უნდოდეს, ასე არ არის, მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია,” – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.