LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე მზად არის საეკლესიო სასამართლოზე წარდგეს

338

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, სოციალური ქსელების ეპოქაში ინფორმაციის გავრცელება ძალიან ადვილია და რამდენიმე წუთში შესაძლოა, მთელმა მსოფლიომ შეიტყოს ნებისმიერი ამბის შესახებ. ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასულიერო პირები მხოლოდ ახსნა-განმარტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

მეუფე პეტრე მზად არის, წმინდა სინოდის სხდომაზე თუ საეკლესიო სასამართლოზე წარდგეს.

„თუ ჩემი გამოსვლა, ჩემი მხილება ამ კონტექსტში არის რჯულის დარღვევა, მე არაერთხელ მითქვამს, მე დიდი სიამოვნებით ვიქნები პირველი მსხვერპლი,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

მისი აზრით, ნებისმიერი სასულიერო და პატრიარქთან დაახლოებული პირი უნდა აგებდეს პასუხს თავისი ქმედებებისთვის, ამისთვის კი მეტი სიმკაცრეა საჭირო.

მეუფე პეტრე ცაავამ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, გავლენაზეც ისაუბრა. მისი აზრით, უწმინდესს ვერც კი წარმოუდგენია, რის უფლებას აძლევს შორენა თეთრუაშილი საკუთარ თავს.

მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან სასულიერო პირისგან მტრის ხატის შექმნის ნიჭი აქვს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას თქმით, შორენა თეთრუაშვილი სხვადასხვა სასულიერო პირზე პატრიარქს ეუბნებოდა, რომ საპატრიარქო ტახტზე მას პრეტენზია ჰქონდა. მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ძალაუფლება ნელ-ნელა მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები