LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე დეკანოზის საპატიმროში ყოფნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს

76

ე.წ. „ციანიდის საქმის“ განხილვასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე ეხმაურება. ის იმ სასულიერო პირებს შორისაა, ვინც იცავს დეკანოზ გიორგი მამალაძეს და სჯერა, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ წმ. სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა შექმნას კომისია, რომელიც ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ საზოგადოებას პასუხს გასცემს. ის ასევე მოუწოდებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს, გამოითხოვონ ეს საქმე და ჩაერთონ მის გამოძიებაში.

მეუფე პეტრე დეკანოზის საპატიმროში ყოფნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს.

„მათ მოინდომეს პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმ. სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიღებული  გადაწყვეტილების და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრესგან განსხვავებული პოზიცია აქვს მღვდელმთავარ იაკობს, რომელიც ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა და უზენაესმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები