მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მედიის შესვლას მხარს უჭერს. ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. მისივე განმარტებით, „უკვე 2 თვეა ჟურნალისტების გამო პანსიონში მცხოვრები ბავშვები და მომუშავე პერსონალი დაძაბულები არიან“.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, „ნინოწმინდის პანსიონში შესული სოცმუშაკები მუშაობას მშვიდ პირობებში აგრძელებენ და რამდენიმე დღეში არსებულ კითხვებზე პასუხს გასცემენ“.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ბავშვთა სახლი თავისი ხელმძღვანელით, თავისი პერსონალით, თავისი ბავშვებით დაძაბულები არიან და გასაგებია, 2 თვეა სულ აქ დგახართ. მძიმეა ასეთ პირობებში ცხოვრება. ამიტომ ვიძახი, რომ პირველ ეტაპზე, რომ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ. მეორე ეტაპი იყოს, შეხვიდეთ კამერებისა და მიკროფონების გარეშე, მოისმინოთ და მერე მოყევით. მესამე ეტაპი იყოს, სრულად გავხსნათ ეტაპობრივად.
სოცმუშაკებს ვკითხე და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ იმუშაონ. კარგია, რომ ამ სოცმუშაკებს მშვიდი მუშაობის პირობები აქვთ. ჰოდა, იმუშაონ და გაგვცენ პასუხები“, – განაცხადა მეუფემ.