LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: რაც შემიძლია ვლოცულობ.. მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი

85
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

მეც მგონია, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი – ბოლო რამდენიმე მონახულებაზე, უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივა მედთან“ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს”

“სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შაბათს, 3 დეკემბერს, 3 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდეთ” – ლევან ხაბეიშვილმა აქცია დააანონსა

„დაახლოებით, თვეში 2-ჯერ მივდივარ მის მოსანახულებლად და ბოლო რამდენიმე შესვლაზე, უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით, 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა და ახლა წევს. ადგომაც არ ვიცი შეუძლია თუ არა, ვერ დადის. ყოველ შემთხვევაში, სეირნობა გამორიცხულია. ადრე კორიდორებში მაინც სეირნობდა და ახლა არ შეუძლია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ეს ჩემი შეუიარაღებელი თვალით.

არ ვიცი ეს გადაწყვეტილება როგორ, ვის მიერ და სად ხდება, ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე რაც შემიძლია ვლოცულობ, იმისთვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. მეც მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი,“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ვოლსკი სააკაშვილზე: ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები