LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა (ფოტო)

321
iakobi

ბოდბელი ეპისკოპოსი, სკანდალური განხცადებების შემდეგ, დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა და მისი სიტყვები კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მეუფემ საიდუმლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო კაბინეტში შედგა. შეხვედრის დეტალებზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრის თემა იყო პატრიარქის შეცვლის საკითხი და აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი შსს მინისტრი გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

დღეს საპატრიარქოსთან გაკეთებული განცხადებით მეუფე იაკობმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა აქვე აღნიშნა, თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“ – მეუფე იაკობი (ვიდეო)

საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფემ მედიისთვის კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია თვითონ დაადასტურა.

„გადავდექი ქორეპისკოპოსის პოზიციიდან, მაგრამ ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები