LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: ნუთუ შეიძლება ჩვენთან ასე ლაპარაკი, რომ რაღაც დავთმოთ? – უნდა გაითვალისწინონ, რომ არ უნდა შეეხონ ჩვენს რწმენას

153
AFDSAGADSFGADFGAD_5c2797a4f0c0e

„ჩვენ ხომ 100 000 მოწამის ერი ვართ, ჩვენ ხომ 6 000 ბერის ერი ვართ და ნუთუ შეიძლება ჩვენთან ასე ლაპარაკი, რომ რაღაცა დავთმოთ? რაღაცას დათმობ ურთიერთობებში, მაგრამ გააჩნია, შენთვის რომ რაღაცაა, ის ჩვენთვის რაღაცა არ არის“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის სიტყვებით, „ჩვენ ისეთი ერი ვართ, მთელი ბოროტი ძალა რომ გაერთიანდეს, მაინც ვერაფერს უზამს ჩვენს რჯულს“.

„ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომ რაც არ უნდა, ვინც არ უნდა შეგვიტიოს, აი, თუნდაც, რომ გაერთიანდნენ ახლა, მთელი ბოროტი ძალა რომ შეიკრას, მაინც ვერაფერს უზამს ჩვენს რჯულს იმიტომ, რომ იმ ასი ათასის და მრავალის ლოცვა-კურთხევა გვიცავს. ჩვენ უფალი და დედაღვთისმშობელი გვიცავს.

ამიტომ, როცა ურთიერთობებია ეს გარეთ, ჩვენგან რომ რაღაცებს ითხოვენ, უნდა გაითვალისწინონ უპირველესი, რომ არ უნდა შეეხონ ჩვენს რწმენას, ჩვენს ურთიერთობებს და ქართველზე კარგი პარტნიორი მე არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენთვის უცხოა მუხთლობა, უცხოა პირისცვლა, მაგრამ როდესაც შენ ახლა წარა-მარა რაღაცებს გიცვლიან, თვითონაც თავს დაიცავ ყოველთვის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები