LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: დღევანდელ ოპოზიციაში, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ამის შესახებ უცხოელებმა მითხრეს

423
ოკობი

დღევანდელ ოპოზიციაში, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამის შესახებ უცხოელებმა მითხრეს, როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელმა, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ისინი ისეთ რამეებს ითხოვდნენ, რაც სამარცხვინოა. მაგალითად, უნდოდათ, როგორც ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც დაეწყოთ მსგავსი რაღაცები, თუმცა ვერც რევოლუცია მოაწყვეს და ვერც გადატრიალება. უცხოეთში რომ დადიხარ, შენს ქვეყანასა და ხალხზე ცუდი რაღაცები არ უნდა ილაპარაკო“,  –  აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, საქართველომ აფხაზეთიც აუცილებლად უნდა დაიბრუნოს და ცხინვალის რეგიონიც.

„რომ დავინახო, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, ვინც ამაზე ხმას ამოიღებდა. აუცილებლად ვიტყოდი ამას და ცოტა ხისტიც ვიქნებოდი ამ თემაზე, მაგრამ დღევანდელ პირობებში ვერ ვხედავ ამის საშიშროებას. ჩვენ ამერიკასთან საუკეთესო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ევროპისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ყველანაირად განვვითარდეთ, თუმცა ევროპასაც ჩვენგანაც ბევრი რამ აქვს სასწავლი.

რუსეთს რაც შეეხება, მათთანაც უნდა გვქონდეს ის ურთიერთობები, რომ მომავალში ეს არეულობა რომ დამთავრდება, შეგვეძლოს მათთან საუბარი. აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად და ცხინვალის რეგიონიც. ამიტომ ჩვენ კავკასიის ხალხებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ეს უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა დასძინა, რომ

„დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება, ზუსტად ის ადგილი უნდა მოვნახოთ, რაც საქართველოს წინსვლისთვის იქნება აუცილებელი და ამის დიდი პოტენციალი გვაქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები