LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: „ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ“

135
Untitled design (1)

„ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები რა.. რუსის მონობა, სხვისი მონობით შევიცვალოთ, ნურას უკაცრავად, აბსოლუტურად ყველამ იცოდეს, ქართველი კაცი არასდროს გახდება არავის მონა“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღეს, ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგების დროს ზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდეგ ახალგაზრდებს მიმართა:

„ცოტა ხნის წინ ბზობის დღესასწაული იყო და კაცობრიობა ყოველთვის არჩევანის წინაშე დგება ხოლმე, გადის თუ არა ბზობის დღესასწაული, დედამიწაზეც თითქმის ისტორია მეორდება და ისევ არის ხოლმე არჩევანის წინაშე.

გადახედეთ საქართველოს ისტორიასაც, მაშინვე დგება ხოლმე – ქრისტე თუ ბარაბა და გამიხარდა, რომ წელს ძალიან ცოტა ხალხი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ისრაელში იყო მაშინ ბარაბა აძახებინეს ყველას, ახლა ბარაბას არავის ვარქმევ, მაგრამ არის საქციელები, ადამიანი თვითონვე უნდა ერიდებოდეს, რომ ბარაბად არ აღმოჩნდეს. ვერასდროს მიიღებს ჩვენი ერი, რომ ბარაბას საქციელს ქრისტეს საქციელი დავარქვათ.

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ.

შეიძლება გეგონოს, რომ მივდივარო, ქრისტეს საქმეს ვაკეთებ და სინამდვილეში, ბარაბას საქმეს ემსახურებოდე. რუსულ სიტყვას ვიტყვი – ურა პატრიოტი იყო.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ერთი რამ იცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ და რაც არ უნდა იმპერია იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები