ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა , რომ ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა განმარტავს, მეუფეს ილია მეორესთან კონტაქტი არ ჰქონია.
„იყო პნევმონია, საშუალო მიმდინარეობის მეუფესთან. 3 თუ 4 იანვარს დაუდასტურდა“,- აცხადებს შარტავა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ასეთივე ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის მდივან-რეფერანტზე, თუმცა საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილს კოვიდ 19-თვის დამახასიათებელი სიმპრომები აქვს და ტესტის პასუხს ხვალ ელოდება.