ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ევროპული ღირებულებების დამცველად თვლიან თავს, ეკლესიას მტრობენ.
“მე ვიცი რა ვთქვი, თქმას გაგებაც უნდა. ჩემი მენტალიტეტით, სადღაც, ალბათ, გრამატიკულად ვერ გაvმიჯნე რა – ღირებულებები. როდესაც ვთქვი, რომ გადასიჯნვაა, ეს ღირებულებები, რომლებიც მტრულად არის განწყობილი.
მე, როდესაც მოვევლინები და ვამბობ, ევროპული ღირებულებები არის კარგი, ვეღარ ვიცავ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც 24 საათი ეკლესიას ლანძღავენ, ყველაფერს ნეგატივს ეძებენ… უკვე ვეღარ ვიცავ, ამათმა დატოვეს ისეთი სახე.
თან ამავე დროს ეს ადამიანები მოგვევლინებიან ევროპული ღირებულებების დამცველად. შემდეგში შევქმნი გამოძიების ჯგუფს, ან საპატრიარქოსთან არსებულს, ან იმას, რომ ყველა ჩავიწერო, ვინ არის ესენი, სახელი და გვარებით — გარკვეული ნაწილი ოპოზიციის, მტრულად განწყობილი მედიის ნაწილი, არასამთავრობოები…“, — განაცხადა მეუფე ანტონმა TV პირველის ეთერში.
მიტროპოლიტის თქმით, მედიის ნაწილი გამუდმებით ნეგატიურად აფასებს ეკლესიის წარმომადგენლების საქმიანობას.
“მაჩვენეთ, ერთი დადებითი სიუჟეტი როდის გაკეთდა ეკლესიაზე? ჯიპები, 25 მილიონი , რას ჰქვია ტყე გადასცეს… აბუქებთ. 30-ჯერ განგიმარტეთ სად იხარჯება ეს ფული. ჩემზე ამბობენ მილიონერიაო, დამიდეთ ფაქტი”, – ამბობს მიტროპოლიტი