მეტროსადგური “წერეთელი” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში განმარტავენ, მიზეზი ესკალატორების ტექნიკური ხარვეზია.
საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს.