თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა დროებით, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე, მეტროსადგური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.