„მეტროსადგურ უნივერსიტეტის გახსნა სექტემბრის ბოლოს, მაქსიმუმ ოქტომბრის პირველი კვირისთვის იგეგმება,“ – ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდში „ფორტუნას“ განუცხადეს.
მათივე თქმით, ამჟამად მეტროსადგურში ტესტირების რეჟიმი მიმდინარეობს, რაც დაახლოებით 20 სექტემბრისთვის დასრულდება.
უწყების ცნობით, მეტროსადგურ უნივერსიტეტის სარემონტო სამუშაოები 21 ივლისს დასრულდა, მას შემდეგ ტესტირების რეჟიმი მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც ტესტირების რეჟიმი დასრულდება, კიდევ რამდენიმე დღე დასუფთავება-მოწესრიგებას დასჭირდება.ფოტოები