LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნება.. ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზი – კალაძე

138
კალაძე 33

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნას.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პროექტი რამდენიმე დღეში შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება, რის შემდეგაც მეტროსადგური გაიხსნება.

„ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზი, რომელიც ფაქტობრივად, გამოსწორებულია, რამდენიმე დღეში უკვე შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება და გაიხსნება.“ – განაცხადა კალაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, კონკრეტულად რა პერიოდზეა საუბარი, თბილისის მერმა უპასუხა: „ძალიან მალე, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის.“

კალაძე მეტრო „გოცირიძეზე“: გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები – ეს ყველაფერი ჩემზე, თანაგუნდელებზე აისახება, ვინც 24 საათი მუშაობენ

წილოსანი: „გოცირიძის“ მეტროსთან დაკავშირებით ვადებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან „აქილევსის ქუსლი“ გახდა – სამუშაოები დასრულებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები