მეტროსადგური “გოცირიძე” 8 თებერვლიდან, სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
მიზეზი მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდება.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.