LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა: თბილისის სატრანსპორტო კომპანია

132
მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრო „ვარკეთილმა“ მგზავრთა მომსახურება განაახლა.

მათივე ცნობით, შეფერხება გამოიწვია ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ, რის გამოც სადგური დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.

„ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტრო „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები