LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია შესაძლოა უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს

78
კახა კალაძე

თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს.

“მარტივი არ არის ამ პროექტის განხორციელება, რადგან მეტრო თავისი შინაარსით სპეციფიკურია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება კომპანიები, ვინც ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. ” – განაცხადა დედაქალაქის მერმა

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

“ამ ხნის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ მეტროსადგურის მდგრადობა და როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია, რომ არ შეგვექმნას იგივე პრობლემა, რაც წლების წინ მოხდა. ყველა ამ კვლევის შედეგი მიღებულია, გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე გვეცოდინება ალბათ, გამარჯვებული კომპანია. როგორც კი ეს გვეცოდინება, დავიწყებთ სამუშაოებს. მარტივი არ არის ამ პროექტის განხორციელება, რადგან მეტრო თავისი შინაარსით სპეციფიკურია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება კომპანიები, ვინც ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. უცხოური კომპანიის ჩართვას არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის ახალგარემონტებულ მეტროში ჭერი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. ჩამონგრევამდე მისი რეაბილიტაცია კომპანია “ყვარელრემმშენმა” 347 852 ლარად განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები